19 იანვარი, 2016

ტარიელ სუარი დუმილს არღვევს

1tariel-suariგიტარისტი ტარიელ სუარი დუმილს არღვევს. მუსიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა, ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ია ფარულავას “ნიჭიერის” ჩაწერის დროს საჯაროს სთხოვა ხელი და ცოლობაზეც დაითანხმა. გიტარისტი სწორედ მისი და იას ურთიერთობებზე ალაპარაკდა.

ტარიელ სუარი:

“მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დიდი ხნის წინ მივაწოდე ინფორმაცია ჩემი და იას დაშორების შესახებ, ჟურნალისტები დღესაც იას ქმრად მიხსენიებენ. მე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ მინდა, თორემ რაც უნდა ის სწერონ! თავში ქვა უხლიათ! სულ ამ თემაზე ხომ არ ვისაუბრებ? როგორ მოვიქცე, მირჩიეთ რამე! შემიძლია მუსიკის ენაზე ავხსნა?“