Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სტეფანი სეიმური დააპატიმრეს

19 იანვარი, 2016

1stefani-seimur90-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელი, Victoria`s Secret-ის ერთ-ერთი პირველი სახე სტეფანი სეიმური დააპატიმრეს. BBC-ის ინფორმაციით, მისი დაკავება კონეკტიკუტის შტატში, გრინვიჩში მოხდა.

სამართალდამცველებმა მოდელი მანქანის მართვის დროს დააკავეს და ბრალად მისი არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა წაუყენეს. ამის დასტურად კი გრინვიჩში მომხდარი მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა დაასახელეს.

მოდელმა უარი განაცხადა სისხლში ალკოჰოლის განსაზღვრის ტესტის ჩაბარებაზე, რამაც ავტომატურად მისი დაპატიმრება გამოიწვია.

სტეფანი სეიმური გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა თებერვლის დასაწყისში, მას სასამართლოს წინაშე წარდგენა მაინც მოუწევს.