Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფიკო ჭიაურელზე გადაღებული ფილმი საუკეთესოდ დაასახელეს

2 იანვარი, 2016

1sofiko-chiaureliქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის შესახებ გადაღებული ფილმი “სოფიკო” საუკეთესოდ დასახელეს. 31 წუთიანი ფილმი, რომლის რეჟისორიც მაია ბურდულია უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

ინფორმაცია მაია ბურდულმა თავად გაავრცელა:

“უკრაინის საერაშორისო ფესტივალზე ქალაქ მარიუპოლში ბომბების გრუხუნის ქვეშ დამაჯილდოვეს. იქ ბავშვები იღუპებიან და მათთვისაა, რომ გავრისკე და ჩავედი.”

სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებულ ფილმში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობენ. ბავშვები ფილმში მსახიობის მიერ განსახიერებულ თეატრალურ და კინო როლებს აცოცხლებენ.

სარე, ტასია, ვარდო, ანა კარენინა, ციცინო, ნანო თავყელიშვილი, ფუფალა, მზექალა – ეს ის პერსონაჟები არიან, ვინც პატარა მსახიობებმა ფილმში განასახიერეს. ფილმის გადაღების პროცესში მასში მონაწილე ბავშვები ესტუმრნენ დოდო ჭიჭინაძეს, ზურაბ ქაფიანიძეს, კახი კავსაძეს, მურმან ჯინორიას, ნინო ბურდულს, ქეთევან კიკნაძეს, გიგა ლორთქიფანიძეს, გუჯა ბურდულს. ფილმში გამოყენებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების სოფიკო ჭიაურელთან ერთი მსახიობის თეატრში სტუმრობის კადრებიც.

ფილმი “სოფიკო” მაია ბურდულმა 2009 წელს გადაიღო და ის არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული და პრიზიორია.