8 იანვარი, 2016

საქართველოს უნიკალური ფოტოები ნიუ-იორკის ბიბლიოთეკიდან

1niu-iorki-kazbegi1ნიუ-იორკის საჯარო ბიბილიოთეკამ საქართველოს უნიკალური ფოტოები გამოაქვეყნა. ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა, მის არქივში დაცული მასალები ეტაპობრივად საჯარო გახადოს ვიზიტორებისთვის.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოები მცხეთაში, ფასანაურში, ყაზბეგში თუ ვლადიკავკაზში ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 180.000-ზე მეტი ფოტო გაასაჯაროვა და მათი დათვალიერება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.

სხვადასხვა ქვეყნის ფოტოებს შორის საქართველოს ფოტოებიცაა, რომელზეც რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზაა აღბეჭდილი.

1niu-iorki-mcxeta

1niu-iorki-vladikavkazi

1niu-iorkisd-muzeumi

1niu-iorki-tilisze