21 იანვარი, 2016

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული ფილმები მოხვდნენ

1roterdamisროტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმები მოხვდნენ. 2 ქართული წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი საფესტივალო ცხოვრებას ამჯერად როტერდამის კინოფესტივალზე აგრძელებს.

კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში ტატო კოტეტიშვილის “ოგასავარას” და დათა ფირცხალავას “მამას” აჩვენებენ. დათა ფირცხალავას ეს ფილმი Premiers Plans Film Festival-ის საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა. იგი კინოფესტივალის ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებს მონაწილეობას.

დათა ფირცხალავასთვის, როგორც რეჟისორისთვის, ფილმი “მამა” სადებიუტო ნამუშევარია. ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დათა ფირცხალავა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. “მამა” წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც.

Premiers Plans Film Festival 1989 წლიდან საფრანგეთის ქალაქ ანჟეში ტარდება და იგი წლების მანძილზე ევროპელი კინემატოგრაფისტების შეხვედრის ადგილია.

წელს ფესტივალი 22-31 იანვარს ჩატარდება.