8 იანვარი, 2016

როგორ აღმოჩნდა 14 მილიონიანი ნახატი საქართველოდან თურქეთში?

1vandeikis-tiloXVII საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ნახატი საქართველოდან კონტრაბანდულად გაიტანეს. საქართველოს ტერიტორიაზე ვანდეიკის ნახატი დაცული არასდროს ყოფილა და არც ერთ მუზეუმში არ ირიცხება.

14 მილიონიანად შეფასებული ნამუშევარი თურქეთში აღმოჩნდა, რომლის გაყიდვასაც ბიზნესმენები ცდილობდნენ.

თურქული მედიის aksam.com.tr-ის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაკავებული არიან ბიზნესმენები. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს გამოძიებას ჩვენება და აღიარეს, რომ ტილო საქართველოში 2.000 დოლარად შეიძინეს.

ანტონი ვან დეიკის ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 14 მილიონიანი ნახატი საქართველოში კონტრაბანდული გზით სავარაუდოდ რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან და ახლა თურქეთის გავლით კვლავ ევროპაში გაჰქონდათ.