6 იანვარი, 2016

რატი ამაღლობელს ემუქრებიან

1ratis-emuqrebianმას შემდეგ, რაც პოეტმა რატი ამაღლობელმა 4 იანვარს დელისის მეტროში გარდაცვლილ მამაკაცს ლექსი მიუძღვნა და პატრიარქს შეადარა, მის მიმართ საზოგადოებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოხატა.

პოეტის ინფორმაციით, არ წყდება ზიზღისა და მუქარის წერილები, თუმცა თანადგომის წერილებიც ბევრია.

რატი ამაღლობელი:

“მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს.

ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები “შპარგელკების” გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბნელით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.

როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის.”