Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რაში ადანაშაულებს რამაზ იოსელიანი ქეთი დოლიძეს?

24 იანვარი, 2016

qeti dolidze da ramaz ioselianiმსახიობი რამაზ იოსელიანი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს ბრალდებებს უყენებს. მსახიობი, რომელიც ამჟამად ფოთის თეატრში მუშაობს, რეჟისორს ბრალად სდებს კუთვნილი ხელფასის გაუცემლობას.

რამაზ იოსელიანი:

“ქეთი! ჩემი სპექტაკლები ნანახი გაქვს? ამიტომაც ხელფას არ მაძლევ, არა?… შენსავით უნდა მერბინა ყველა დროს…”

“არტინფო” ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა:

“რამაზის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ყველასთვის გამაოგნებელი, ისტერიული და ცრუ! ხელფასი ჩვენთან ჯერ საერთოდ არ გაცემულა, რადგან სამინისტრომ ახლა მოაწერა ხელი. ეს ტექნიკური ამბავია, მეტი არაფერი. გარდა ბატონი მიშას “ბაკულას ღორებისა”, ბატონი რამაზი თამაშობს მხოლოდ ჩემს სპექტაკლებში: “სამეფო ოჯახი”, “სერობა”, “დილა მშვიდობისა, 100$-ანო” (ათონელის თეატრში).

ამ სეზონში ჩვენს თეატრში მოვხსენით 10 სპექტაკლი, მათ შორის ჩემი 2 სპექტაკლი, ერთ-ერთი “ანდერგრაუნდი”. სამწუხაროდ, ასე ხდება! ვერც ერთი თეატრი ვერ აიტანს 38 სპექტაკლს!!!!! ეს ჩემი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ამის გამო, ოდნავი კორექტივები შევიდა ხელფასებში. მაგრამ ამ 10 სპექტაკლიდან 7 სპეც-პროექტად დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვტოვებთ დეკორაციად და ვნიშნავთ ხანდახან, ვთამაშობთ და მსახიობებიც ანაზღაურებას მიიღებენ. მაგრამ რამაზმა ეს არც მოისმინა და დაიწყო ეს სამარცხვინო ბრალდებები!

ჩვენთან ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მომხდარა. რამაზის მაგივრად ძალიან მრცხვენია, მაგრამ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვერავის ვაპატიებ! მთელი თეატრი გაოგნებულია! გარდა ამისა, როდესაც რამაზი უთეატროდ დარჩა და მარტო, მხოლოდ მე გავუწოდე ხელი და თეატრში დავაბრუნე! აი, სიმართლე!”