25 იანვარი, 2016

რას ერჩიან ლევან წულაძეს?

1levanრას ერჩიან ლევან წულაძეს? – ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს აინტერესებთ. რეჟისორი აქტიურად მუშაობს ახალ სპექტაკლებზე და მაყურებელს არაერთ სიახლეს ჰპირდება, მაგრამ ჭოლას ამის საშუალებას ჭორიკანა და დეზინფორმატორი ადამიანები არ აძლევენ.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს და რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების ნაწილმა ეს ინფორმაცია არ დაიჯერა, რადგან ბოლო პერიოდში ცნობილი ადამიანების “გარდაცვალების” შესახებ გავრცელებული ინფორმაციები საკმაოდ გახშირდა.