Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რა ელის ოშკს?

8 იანვარი, 2016

1oshkiტაო კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ისტორიული ძეგლი ოშკი უმძიმეს მდგომარეობაშია. სპეციალისტების მტკიცებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დასაწყებია.

ოშკის რესტავრაციის საკითხი წლებია აქტუალურია, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რა ელის ტაძარს.

„ისტორიული ტაძრის რესტავრაციის დიპლომატიური გადავადება“, – ამ სათაურით თურქულ მედიაში სტატია გავრცელდა. ადგილობრივი პრესა ერზრუმის კულტურის სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქული მხარე ოშკში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაწყებად მზად არის და ოფიციალური თბილისის პასუხს ელოდება. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შესაბამისი პროტოკოლის ხელმოწერისა და ზეპირი შეთანხმების მიუხედავად, ოშკის აღდგენის დაწყება ქართული მხარის უმოქმედობის გამო, ვერ ხერხდება.

X საუკუნის ქართული ძეგლის გადასარჩენად თურქეთს წინადადებით საქართველოს მთავრობაც მიმართავს. საქართველომ თურქეთს ოშკის დროებით გასამაგრებლად სპეციალური ხარაჩოების გადაცემა შესთავაზა. კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კი თურქ კოლეგასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ითხოვს და ამისთვის მას წერილობით უკვე მიმართა.