30 იანვარი, 2016

პიკასოს დაკარგული შედევრი ნაპოვნია

pikasos-shedevri-turqetshiპაბლო პიკასოს დაკარგული შედევრი ნაპოვნია. თურქმა სამართალდამცავებმა მხატვრის ნამუშევარს სტამბოლში მიაკვლიეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ძალოვანებმა საერთაშორისო კონტრაბანდული დაჯგუფების წევრები დააკავეს. ისინი პიკასოს შედევრის გაყიდვას შავ ბაზარზე 8 მილიონ დოლარად ცდილობდნენ. სპეცოპერაციის მიხედვით, სამართალდამცავები მათ მყიდველებად გაეცნენ და ეჭვმიტანილები ფაქტზე დააკავეს.

1940 წელს შექმნილი ტილო სახელწოდებით “ქალი, რომელიც თმას ივარცხნის” წლების წინ ნიუ იორკში მცხოვრები კოლექციონერის სახლიდან გაიტაცეს. ნახატს შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო წლების განმავლობაში ეძებდა.