30 იანვარი, 2016

პაბლო პიკასოს რადიკალურად განსხვავებული ავტოპორტრეტები

1pikassssoცნობილმა ესპანელმა მხატვარმა პაბლო პიკასომ ხელოვნებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოავლინა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა არაჩვეულებრივად ხატავდა და მის საუკეთესო ნამუშევრებად პორტრეტები იყო აღიარებული.

დროთა განმავლობაში პიკასოს შემოქმედებამ ცვლილება განიცადა, მან ხატვის სტილი შეიცვალა და სახვით ხელოვნებაში სრულიად ახალი მიმართულება – კუბიზმი ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, ხელოვანის ამ მიმარულებას არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა.

“არტინფო” წარმოგიდგენთ პაბლო პიკასოს მიერ სხვადასხვა ასაკში დახატულ ავტოპორტრეტს.

16 წლის ასაკში და 72 წლის ასაკში შესრულებული ნამუშევრები კიდევ უფრო თვალნათლივ დაგანახებთ იმ ცვლილებას, რაც მსოფლიოში აღიარებული მხატვარის შემოქმედებამ წლების განმავლობაში განიცადა.

pikaso