29 იანვარი, 2016

ოპერის თეატრში სკანდალური დეკორაცია შეცვალეს

1abesalom-da-eteri1განახლებულ სპექტაკლში “აბესალომ და ეთერი” სკანდალური დეკორაცია შეცვალეს. სპექტაკლის მთავარმა მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა სრულიად ახალი დეკორაცია დაამზადა.

ინფორმაცია მუსიკოსმა ნათია აზარაშვილმა გაავრცელა და ფოტოც დაურთო:

“ნამდვილად არ მეგონა ოპერისა და ბალეტის თეატრს თუ ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა. ჩვენი სპეკტაკლის დეკორაციის ფოტომ ბოლო დღეებში სრულად დაიპყრო ინტერნეტ სივრცე. იმისათვის, რომ დავაცხრო თქვენი გულისტკივილი, თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ახალ ვერსიას. იმედია, ყველა კმაყოფილი დარჩება.”

ძველმა დეკორაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. მისი ავტორი გოგი ალექსი-მესხიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა მას დამცველებიც გამოუჩნდნენ.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ტროპიკებში არის ერთგვარი ამფიბია რომელიც სიცოცხლის ბოლოს საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს და ასე კვდება! კიდევ ერთი უდიდესი თეატრალური მხატვარი და ასეთივე ეპოქალური რეჟისორი ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მიწასთან გააასწორა და გაუგონრად ლანძღა! გილოცავთ! სამაგიეროდ უსულო დეკორაცია გამოცვლილია და სულიერის განცდებს ვინღა ჩივის!”

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:

“განახლებულ ოპერაში, ქვის დეკორაციამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. პირადად მე, არ ვიქნები ორიგინალური და ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა. ასევე თუ სადმე საქართველოს გარეთ ვარ, ყოველთვის ვცდილობ რამე ახალს დავესწრო და ბილეთში შემიძლია ბოლო ფული გადავიხადო, რადგან ყველგან დასწრება საკმაოდ ძვირია. გარდა იმისა რომ გენიალური მუსიკის მოსასმენად მივდივარ, არ მახსოვს ჯერ თანამედროვე დეკორაცია და დაგმა არ იყოს. ხან შიშვლები აუზში დარბიან, ხან ფალოსები უჭირავთ ხელში… ამით არც ბიზე და არც ვერდი საფლავში არ ტრიალებენ… პირიქით… ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ არ დაესწერებით, წინასწარ ამხელა პანიკა, პასუხის მოთხოვნა და ისტერიკა არ არის საჭირო… კაცმა არ იცის, რა ჩანაფიქრია. მე მათი დამცველი არ ვარ და არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ სჯობს წარმატებები ვუსურვოთ და კრიტიკა პროფესიონალებს ვანდოთ, ვისაც მინიმუმ ბოლო პერიოდში უამრავი სპექტაკლი აქვთ ნანახი და მოსმენილი…”

1axali-skami