ნუცა ბუზალაძის უნიკალური შესრულება თურქულ ,,ვოისში’’

1nuca1ნუცა ბუზალაძე თურქული “ვოისის” ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. გადაცემის ჩანაწერები თურქული ტელევიზიით უკვე გადაიცემა და ქართველი მომღერლის გულშემატკივრების რიცხვი არნახული სისწრაფით იზრდება.

ჰადისეს გუნდის წევრი მსოფლიო ჰიტებს შეუდარებლად ასრულებს და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ტურიდან ტურამდე აღაფრთოვანებს ჟიურის წევრებს.

ნუცამ მორიგი გამოსვლა თურქულ ვოისში Beyonce-ს ჰიტით Crazy In Love გადაწყვიტა და ორიგინალური ინტერპრეტაციით შესრულებული სიმღერით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭიერება.

ქართველი მომღერალი დამაჯერებლად უახლოვდება ფინალს და როგორც მისი ქართველი გულშემატკივრები ირწმუნებიან, ნუცა პროექტის გამარჯვების რეალური კანდიდატია.