31 იანვარი, 2016

ნუცა ბუზალაძე: ,,ესაა ერთადერთი უსამართლობა!’’

1nutsa-voisidan-gavarda– ესაა ერთადერთი უსამართლობა! – ასეთ განცხადებას აკეთებს თურქული ვოისის ქართველი მონაწილე ნუცა ბუზალაძე. ის თავის გულშემატკივრებს ბევრ კარგ სიახლეს ჰპირდება და სთხოვს ყველას, არ ინერვიულონ.

ნუცა ბუზალაძე:

“კი, მართალია გამოვეთიშე პროექტს!! მაგრამ, ეს მე ისედაც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქს და ამღერებდნენ თურქულად…თურქებს კი, რა თქმა უნდა, თავისიანი მოეწონებოდათ. ესეც მოხდა!! თუმცა, არავინ არ მინდა, რომ ინერვიულოთ! მე არ დავმარცხებულვარ! გამარჯვება ჩემი ისაა, რომ ამხელა ქვეყანაში, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ და უკვე საკმაოდ ბევრი ფანი გამიჩნდა… მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი, რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში! ესაა ერთადერთი უსამართლობა!

მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს + ამას ბევრი შემოთავაზებები! დაელოდეთ სიახლეებს, კარგ სიახლეებს Fighter no matter what!

და კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს! მე ვიცი, რომ თქვენ ორმაგად ნერვიულობდით ჩემს ყველა გამოსვლაზე! მე გპირდებით, რომ საამაყო კიდევ ბევრი გექნებათ.”