Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ნიჭიერმა” მეექვსე სეზონის გამარჯვებული გამოავლინა

14 იანვარი, 2016

1nichieri,,ნიჭიერმა” მეექვსე სეზონის გამარჯვებული გამოავლინა. შოუს ფინალში მონაწილეობდნენ BIG SHOW, დაჩი და ლიზი, ანსამბლი “იამე”, ანსამბლი “კასლეთილა”, Mallakhamb India, მეგი და გიორგი, ბარბარა სამხარაძე, SEU Art Project, SWAGGERS, სვენი და ჯენი, ანსამბლი “ჩხოროწყუ” და ნინო წულაია.

პროექტის გამარჯვებული 14 წლის ბარბარა სამხარაძე გახდა. მომღერალმა კახეთიდან 11-ვე ფინალისტის დამარცხება შეძლო და 115.615 ხმიდან 48,6 პროცენტი დააგროვა.

კომპანია  Epic Developement-მა გამარჯვებულს გადასცა ბინა, ავეჯის სახლმა პაპილონი დააჯილდოვა ავეჯის 5000 ლარიანი ვაუჩერით, ონლაინ ტოტალიზატორმა და კაზინომ Lider-Bet გამარჯვებულს გადასცა მიცუბიშის მარკის ავტომობილი. რადიო ფორტუნამ ბარბარას ორკაციანი საგზური პრაღაში ელტონ ჯონის კონცერტზე გადასცა, მაღაზიათა ქსელმა “ზუმერი” 5000 ლარიანი ვაუჩერი აჩუქა, ნიჭიერის ინტერნეტ-პარტნიორმა imovies.ge-მ თავის რჩეულს ბარბარა სამხარაძეს 4K უმაღლესი გარჩევადობის სმარტ ტელევიზორი გადასცა.

1000 ლარიანი სტიპენდია, ყოველ თვე, რუსთავი 2-სგან დაენიშნა ნინო წულაიას.

სადაზღვეო კომპანია უნისონის რჩეულები გახდნენ მეგი და გიორგი და მათ VIP სადაზღვეო ბარათები გადაეცათ! მათვე მიიღეს Crediton.ge-ს მიერ დაწესებული 10 000 ლარი.

Le Academy-ს რჩეული გახდა  Swaggers და მას გადაეცა 1 წლიანი სრული მომსახურების ვაუჩერი!

 

1barbara