24 იანვარი, 2016

ნინი წიკლაური გათხოვდა

1nini-wiklauriმომღერალი ნინი წიკლაური გათხოვდა. ინფორმაცია მისმა მეგობრებმა გაავრცელეს და ნინის ბევრი კეთილი სურვილი და ულევი ბედნიერება უსურვეს.

გაბედნიერების შესახებ ნინიმ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. ქორწილისთვის ის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრება საყვარელ ადამიანს დაუკავშირა.

მისი რჩეული თემო ტუღუშია. ქორწილამდე ნინი თავისი საქმროს ვინაობას ასაიდუმლოებდა. მათი ერთობლივი ფოტოები დღესასწაულზე მიწვეულმა მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.