9 იანვარი, 2016

ნანი ბრეგვაძის კონცერტი რუსეთში

1nani-rusetshiმომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ახალი წლის დადგომასთან ერთად, საკონცერტო ტურნე განაახლა. უახლოეს მომავალში მას საქართველოში კონცერტები დაგეგმილი არ აქვს, ამიტომ მომღერლის მოსმენა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის შესაძლებელი.

ნანი ბრეგვაძემ უახლესი კონცერტი რუსეთის ქალაქ სანკტპეტერბურგში დაგეგმა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მონატრებულმა მსმენელმა მისი ბილეთები ელვის სისწრაფით შეიძინა.

ნანი ბრეგვაძის საღამო სახელწოდებით ”Если женщина просит…” Октябрьский-ის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. როგორც აფიშებიდან ხდება ცნობილი, სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საღამოზე ნანი ბრეგვაძის რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შესრულდება.