Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდმაყურებელთა თეატრი კონკურსს აცხადებს

12 იანვარი, 2016

1MAUGLI_Sabolooნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ახალ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას და აცხადებს კონკურსს სპექტაკლისთვის „მაუგლი“, სპექტაკლის მთავარი გმირის მაუგლის როლზე, 7-9 წლამდე ბიჭის შესარჩევად!

სპექტაკლს დგამს თეატრალური პრემია “დურუჯი“-ს ორგზის გამარჯვებული რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს გამართული მეტყველება, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი. აპლიკანტმა საჭიროა წარმოადგინოს 3 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი, ფოტოსურათი. მიუთითოს ასაკი და სიმაღლე: youththeatretbilisi@gmail.com

კასტინგი გაგრძელდება 25 თებერვლამდე!