Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიშა მესხი საავადმყოფოში გადაიყვანეს

23 იანვარი, 2016

1misha-mesxi-saavadmyofoshiმსახიობი მიშა მესხი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თავის მეგობართან ერთად უკრაინაში იმყოფება, სადაც ტაქსით მგზავრობისას ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორისპოლის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მსახიობმა და მისმა მეგობარმა ტაქსიში გრძნობა დაკარგეს. ტაქსის მძღოლმა პატრული გამოიძახა. ადგილზე დროულად მისულმა პატრულმა და სასწარფო დახმარების ექიმებმა ქართველების გადარჩენა შეძლეს. მედიკოსების ვარაუდით, ისინი მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ თან ჰქონდათ აბები, რომლებიც შესაძლოა, ნარკოტიკების ჯგუფს ეკუთვნოდეს.

მიშა მესხი და მისი მეგობარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინელი სამართალდამცავების მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.