24 იანვარი, 2016

მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

1medea_amiranashvilis-varskvlaviქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელს მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან.

88 წლის სოპრანოს ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც 30 იანვარს განახლებული თეატრი საზეიმოდ გაიხსნება, 31 იანვარს თეატრის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიება თეატრის გახსნის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. ეს იქნება რიგით მეოთხე ვარსკვლავი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ – ნოდარ ანდღულაძის, პაატა ბურჭულაძის და ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავების შემდეგ.