30 იანვარი, 2016

მატა ჰარის მსოფლიო პრემიერას ქართველი ბალერინა იცეკვებს

1maia1ნიდერნალდების ეროვნული ბალეტის წამყვანი სოლისტი, ქართველი ბალერინა მაია მახათელი მატა ჰარისადმი მიძღვნილი ბალეტის მსოფლიო პრემიერაში მთავარ პარტიას იცეკვებს.

საპრემიერო წარმოდგენა 7 თებერვალს გაიმართება.

მაია მახათელი:

– როგორც იცით მატა ჰარი, რომლის ნამდვილი სახელია მარგარეტა გერტრუიდა ზელე დაიბადა ნიდერლანდებში პატარა ქალაქ ლეუვარდენში, ეს ნიდერლანდების ლეგენდაა, რომელიც დღესდღეობითაც ცოცხლობს და დღესაც საიდუმლოდ არის დარჩენილი იყო თუ არა მატა ჰარი სინამდვილეში დამნაშავე შპიონაჟში!

– როგორ აღმოჩნდით ამ ბალეტში?

– ჩემს დირექტორს Ted Brandsen’s დიდი ხანია უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა ამ ბალეტის დადგმა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მე ერთ-ერთი მისი შემსრულებელი ვიქნები.

– დიდი ხანია ბალეტზე მუშაობთ? 

– ამ ბალეტის დადგმის პროცესი უკვე 9 თვეა მიმნდინარეობს. მალე პრემიერა იქნება. ეს არის 2მოქმედებიანი ბალეტი ულამაზესი დეკორაციებით და მრავალფეროვანი კოსტუმებით. კოსტუმების დიზაინერი წარმოშობით ფრანგი Francois noel Cherpin გახლავთ. მან შექმნა ულამაზესი კოსტიუმები. თვით მატა ჰარის აქვს 12 კოსტიუმი. მუსიკაც შეკვეთილია სპეციალურად ამ ბალეტისთვის კომპოზიტორია Tarik O’Regan.

– რით არის თქვენთვის გამორჩეული ეს როლი?

– პირადად ჩემთვის ეს როლი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია და მას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ამ ბალეტში არის დრამაც, სიყვარულიც, ღალატიც, ანუ ყველა ემოცია, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს. ამჟამად დაკავებული ვარ ჩემი შინაგანი მატა ჰარის პოვნით. აგრეთვე ბალეტი ძალიან რთულია რადგან მატა ჰარი სცენას არ ტოვებს, ან თუ ტოვებს მხოლოდ 20 წამით, რომ კოსტიუმი გამოიცვალოს.

1maia2

– ვინ იქნებიან თქვენი პარტნიორები?

– ჩემი პარტნიორები: Macleod-ის როლში Young guy Choi, kepart-ის როლში Jared Rainford Wright და Vadim Maslov-ის როლში Remi Wortmeyer! მე მოულოდნელად ველი ამ სპექტაკლის სცენაზე გატანას!