28 იანვარი, 2016

მაყურებლები გია ჯაჯანიძის წინააღმდეგ

1gia-jajanidzeფსიქოლოგსა და ტელეწამყვანს გია ჯაჯანიძეს მაყურებელი დაუპირისპირდა. “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” ტელემაყურებლისთვის სულ უფრო და უფრო მიუღებელი გადაცემა ხდება.

თემებით უკმაყოფილო საზოგადოება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს, დაიხუროს გია ჯაჯანიძის გადაცემა:

“მოვითხოვთ, დაიხუროს გია ჯაჯანიძის “გადაცემა”. ვინაიდან და რადგანაც ის ატარებს საშიშ ხასიათს მოსახლეობისთვის. ავრცელებს დეზინფორმაციას და ხელს უწყობს საზოგადოების დახლეჩვა-დაპირისპირებას. სხვა რა მიზეზები უნდა ჩამოგითვალოთ, თავადაც ხვდებით, რაოდენ ამაზრზენ, ტყუილ ინფორმაციებზე და სკანდალებზეა გაკეთებული გადაცემა,” – ნათქვამია მანიფესტში, რომელიც საჯაროა და მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.