მამულიჩა იმუქრება: ,,ცუდად დაგიმთავრდებათ….’’

1mamulichaaპროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა მისი მეუღლის, მომღერალ ლელა წურწუმიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და საჯაროდ იმუქრება.

ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია ლელა წურწუმიასთან დაკავშირებით, რომელიც მამულიჩას მტკიცებით, სიმართლეს არ შეეფერება. სხვადასხვა ჯგუფების ადმინისტრატორები ავრცელებენ დეზინფორმაციებს და მომღერალს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ.

მამულიჩა ამ ჯგუფების “სქრინებს” აქვეყნებს და მათ ადმინისტრატორებს მიმართავს.

მამულიჩა:

“რა უნდა ქნა ამ დროს? ასეთ რაღაცებს რო წერენ და მერე ვიღაცეები კითხულობენ ამ მოგონილ ამბებს… მეუბნებიან, არ მიაქციო ყურადღებაო, არავინ არ იჯერებსო…. მარა ასე რო იყოს, ამ პოსტს არ დავწერდი…. ამ ჯგუფის ადმინებს ვაფრთხილებ, მორჩით ერთი ადგილის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ…. მოკლედ, ეს მცირედია რაც აღმოვაჩინე ამ გრუპაში, დანარჩენის ძიებას აზრი აღარ აქვს…. საბოლოოდ და მეტს აღარ დავწერ…”

lela