Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კოტე თოლორდავა ისევ გამარჯვებულია

2 იანვარი, 2016

1koteმსახიობმა კოტე თოლორდავამ გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მისმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა ნამუშევარმა საერთაშორისო კინოფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია მისმა მეუღლემ განო მელითაურმა გაავრცელა:

“კიდევ ერთი წარმატება… ჩემი და კოტეს უკანასკნელი ერთობლივი გადაღება… მადლობა ლევან ბახიას, რადგან ეს ფილმი და თითოეული კადრი განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის…”

კოტე თოლორდავამ უკანასკნელ მოკლემეტრაჟიან ფილმში მეუღლესთან ერთად ითამაშა. METACEPTION 48 საათში შექმნილი ფილმია და ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. მისი რეჟისორი ზურა მენთეშაშვილია და ქრონომეტრაჟი 7 წუთია. ფილმი, 48 Hour Film Project ფესტივალის ფარგლებში, შემოქმედებითმა ჯგუფმა ორ დღეში გადაიღო და მასში მთავარი როლები კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა შეასრულეს.

48 Hour Film Project ფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელა. პირველ ადგილზე Marco Santi-ის მიერ გადაღებული ფილმი “CLARA” გავიდა, მეორე ადგილი კი ლევან მენთეშაშვილის გადაღებულ ფილმს METACEPTION მიენიჭა.