Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კინემატოგრაფისტები დახმარებას ითხოვენ

30 იანვარი, 2016

1kinematorgafdistebiქართველი კინემატოგრაფისტები დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი ავრცელებს და მიმართავს შესაბამის უწყებებს დაეხმარონ ამ ადამიანებს.

მიშა გომიაშვილი:

“საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარეს!!!! უნდა იცოდეს, ვინ ჰყავს პარლამენტში წევრები!!! ვგულისხმობ ვიქტორ ჯაფარიძეს!!! კულტურის მინისტრს!!! საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს!!!

იცით თუ არა, და თუ არ იცით, ეს კიდევ უფრო უარესი, რომ 30 კაცისაგან შემდგარი კინო გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას???

და მიზეზი ამისა არის მხოლოდ იქაური ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა!!! საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი!!! ამუშავებენ “ნიკოლოზის” დროინდელ ტრაქტორს, რომელსაც ყოველ ნახევარ საათში ხან დინამო უფუჭდება, ხან კოვში, ხან სალიარკა გაასხავს…

მხოლოდ სამაშველოები ცდილობენ მედიკამენტით დახმარებას და ფიზიკურად გვერდში დგომას! ისეთი შეგრძნება გრჩება, რომ საუბარი საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე კი არ არის, არამედ ზიმბაბვეს ან უგადას მოქალაქეებზეა!!!

როდესაც იქაური დეპუტატი ჯაფარიძე ვიქტორი ტელეფონით საუბარში უცხადებს “ეგ რა ჩემი საქმეა, მე ეს არ მეხება, ვინ გთხოვათ აქ ჩამოსვლაო?”…. რას აკეთებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი??? ერთი ძველი ტრაქტორის იმედზე შეიძლება იყოს ამხელა რაიონი? ტყუილების მეტი არაფერი არ ისმის!!!

დაეხმარეთ ამ ადამიანებს!!! ნუ გავიწყდებათ რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან!!!”