Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელვაჩაურში ფოლკლორულ ანსამბლს აუქმებენ

6 იანვარი, 2016

1atdzaliმაშინ, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო” ნასამ კოსმოსში გაგზავნა და ქართული ფოლკლორი მსოფლიომ საოცრებად აღიარა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ფოლკლორული ანსამბლის გაუქმებას აპირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს:

” ფეისბუკზე თვალი მოვკარი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აპირებს გააუქმოს ფოლკლორული ანსამბლი “ათძალი”. ეს არის ანსამბლი, რომელმაც აღადგინა მრავალი მივიწყებული სიმღერა და მათ შორისაა, ლაზური სიმღერები.

დღეს, როდესაც პირიქით უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული თანადგომა ფოლკლორული ანსამბლებისა, ანსამბლის გაუქმება ძალიან ცუდი ამბავია. თუ ეს ინფორმაცია მართალია, იმედია, ვინმე გამომეხმაურება და გამარკვევს სიტუაციაში.

მე მზად ვარ “რუსთავი 2”- ის პირდაპირი ეთერი დავუთმო ანსამბლს. დავანახოთ ყველას, რომ ანსამბლი “ათძალი” ძალიან დიდი საქმეს აკეთებს და მისი გაუქმება არ შეიძლება!!! ეს იქნება დიდი დანაშაული ერის წინაშე!!!”