4 იანვარი, 2016

ჯემალ სეფიაშვილის გზავნილი მსმენელს

1jemal-sepiashviliკომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი თავის ერთგულ მსმენელს ახალ გზავნილს უგზავნის. არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და ახალ-ახალ სიმღერებს ქმნის.

ჯემალ სეფიაშვილის ერთ-ერთი ახალი სიმღერა არც მეტი, არც ნაკლები შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის” ტექსტის მიხედვით შეიქმნა.

სიმღერას „სიყვარული გზად და ხიდად“ ეწოდება და მასზე პაატა ნაცვლიშვილმა იმუშავა.

სიმღერის პრემიერა შედგება ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებით საღამოზე, რომელიც 4 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მიეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 83-ე დაბადების დღეს.

სიმღერას ასრულებენ ჯემალ სეფიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კაპელა და „მეკო სტუდიის“ ბავშვთა გუნდი.

ახალი სიმღერის არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანია, ხმის ინჟინერი კი – ალეკო ბერძენიშვილი.