27 იანვარი, 2016

ისტორიული აღმოჩენა გერგეტის სამებაში

1gergetis-samebaგერგეტის სამება ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური ძეგლია. ის ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალში შეიყვანა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ ისტორიას იხსენებს, რომელსაც “ნინოობას მოსაყოლ ამბავს” უწოდებს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი:

“ნინოობას მოსაყოლი ამბავი: 2005 თუ 2006 წელია გერგეტის სამებაში რესტავრატორები მუშაობენ, სიახლეს არაფერს ველით – ინტერიერის მოწესრიგება და გადახურვის ამბებია მისახედი.

რუსების გადაღებილი მოახლო კანკელი კი ჩანს უცხოდ, თავისი ლურჯი და ჭროღა ფერებით, ერთი დღეც და ახლოდან დაკვირვებისას ამობურცული მჭახე საღებავის ქვეშ სადა ფერები ჩნდება.

გვირეკავენ სამინისტროში, ძველ ფრესკებს ვხედავთ და როგორ მოვიქცეთო. აგზავნიან ფოტომასალას, რუსული საღებავის ანატკეჩსაც. გული არ გვითმენს და მივქრივართ, სიახლის სურნელი დგება. ნელ-ნელა იხსნება უცხო, “გარუსების ფენა” – სადარბაზოსებური მხატვრობა – ჯერ ასომთავრული წარწერა ამოდის, მერე ლალისფერი, სადა ფერები, თხელი ნახატი – წმინდა დედის გამოსახულება და და ზედ წერია – “წმინდაი ნინო დედაი ქართლისაი”.

უხ, ძალიან გავიხარეთ. ეს ფრესკა პეტერბურგიდან მომავალი ილიას ჭავჭავაძის დროს იფარებოდა, რუსი ეგზარხოსის მიერ. აგერ ჩვენს დროში კი ისევ გამოჩნდა. წმინდა ნინოს მცირერიცხოვანი გამოსახულებიდან ერთ-ერთი.

XVI საუკუნისაა, ცოტა ნაივურია, წმინდა ნინოს პოპულარობას გვიჩვენებს მთაშიც!

იმ დღეს გადავიღე ეს ფოტოებიც.

გილოცავთ ნინოობას!”

1ninooba2

2ninooba1

3ninooba