31 იანვარი, 2016

გოგი გვახარია ნინო ანანიაშვილს: ,,უხერხულია!”

1gogi-gvaxariaკინომცოდნე გოგი გვახარია საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს აკრიტიკებს. მისი კრიტიკა განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე მისულ საზოგადოებასთან ერთად, ქართველმა პრიმა-ბალერინამაც დაიმსახურა.

გოგი გვახარია:

“რა მიკვირს იცით? ნუ, ეს საბჭოთა ბებოები გასაგებია – არ იციან, არ გაუგიათ, რაცხა ლევად იშოვეს კომუნისტების დროს, ის ნორკები შეინახეს და ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი…

მაგრამ ანანიაშვილი ნინო რომ გქვია, მთელი მსოფლიო რომ მოვლილი გაქვს, იცი, როგორ დასცინის ყველა ამ კუპეჩესკი სტილს, ჟიზელი რომ გიცეკვია და აგიტირებია დარბაზები, ხო უნდა გესმოდეს, რომ ამ გაღლეტილ ქვეყანაში მაინც უხერხულია ეს კარნავალი…

ვისაც რა უნდა ის ჩაიცვას… კი, ბატონო… და ვისაც როგორ უნდა ისე გაგაშაყიროთ მაშინ…”