24 იანვარი, 2016

გიორგი ყორღანაშვილი დაქორწინდა

1giorgi-korganashvili-daqorwindaმარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრების მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი დაქორწინდა.

მას შემდეგ, რაც გიორგიმ უკურნებელი სენი დაამარცხა და საყვარელ საქმიანობასაც დაუბრუნდა, პირადი ცხოვრების მოსაწყობადაც მოიცალა.

გიორგი ყორღანაშვილს და სალი ბეჟიაშვილს ნიშნობა რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ, რაც ქორწინებით დაგვირგვინდა. მათი მეჯვარეები უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ქორწილის ამსახველი სურათები ინტერნეტში გავრცელდა. ახლადშეუღლებულებმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღეს.