19 იანვარი, 2016

გია ნიკოლაძე ქართულ საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

1gia-nikoladzeმომღერალი გია ნიკოლაძე ქართულ საზოგადოებას თხოვნით მიმართავს. მუსიკოსი, რომელსაც ინდივიდუალური სტილი აქვს და თავისი სიმღერებით ყოველთვის პოპულარულია მსმენელში, განცხადებას საჯაროდ აკეთებს.

გია ნიკოლაძე:

“29 თებერვალი ახლოვდება! ეს დღე 4 წელიწადში ერთხელ არის!

თუ გინდათ გიჟი გეგონოთ, მაგრამ ამ დღეს ყველამ ერთად უნდა დავყაროთ შაქარი! ან მიწაზე, ან ფანჯრიდან გადავყაროთ, ან პირსაბანში ჩავყაროთ, ან ხეებს დავუყაროთ, ან სადაც გინდათ იქ, ოღონდ გაიმეტეთ და გაეცით შაქარი, ან თაფლი და, რა თქმა უნდა, თითო ტკბილი სიტყვაც შევაწიოთ ერთმანეთს და, აი, ნახეთ რეები მოხდეს! 29 თებერვლიდან 2 კვირა, ან 3 თვე დაველოდოთ და ვნახოთ რაც მოხდება!

თუ მსოფლიოში ფულს დაერხევა, ესე იგი ეშმასაც ერხევა! ზოგი დამთხვევას დაარქმევს, მაგრამ მაშინ ესე მოხდა და აბა ეხლა ვცადოთ თუ კიდეთ განმეორდა, ესე იგი მოქმედებს და შეიძლება საბოლოოდ გავრეკო!

2008-შიც ვცადე გრძნეული ვანგას დანაბარები – შაქარი დავყარეთ და მსოფლიო კრიზისი დაიწყო! საქართველო გრაალი ხომ არ არის… როგორც დავინჩის კოდში ამბობენ გრაალი ჩაღრმავებული ადგილია, რომლის მისადგომებთან თასი ხმალით მოდარაჯე დგას რევოლუციური ვარდების მიღმა! საიდანაც ეგეთი რამეები იმართება და ეშმა უძლური რომ იყოს მატერიალური ქიმიის წინაშე ანუ შაქარი რომ ატკბობდეს მწარეს! დიდება შენდა ღმერთო! მოგვეც ძალა, რომ ეს ყველამ ერთად შევძლოთ!

ძმებო და დებო ძალიან გთხოვთ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში.”

გია ნიკოლაძე ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თავისი პოემიდან რამდენიმე სტროფსაც აქვეყნებს:

491
სიცოცხლის ბოლოს მივხვდებით მხოლოდ,
თუ რა გვეამა და რა გვეწყინა.
ისეთ ზღაპარში ვცხოვრობდით თურმე,
როგორიც ჩვენით წარმოგვედგინა.

492
და იქნებ ღირდეს წუთისოფელში,
ცხოვრება ზღაპრულ იდეალებით,
თორემ ყოფა და რეალურობა
ისედაც არის სავსე წვალებით.

493
იდეის გამო მავანთ და მავანთ
ხომ შეუცვლიათ წესი და წყობა?!
აქ არ გჭირდება რევოლუცია,
აქ მთავარია მხოლოდ განწყობა.
ჯამი

494
მეორედ მოსვლის ჟამი იდგება!
ქართ ზღაპარი რომ წაიკითხება!
და მთელი კაენ-კაცობრიობა
ქართულ ენაზე განიკითხება!