გაუგებრობა ევროვიზიის გარშემო

1ewroviziaa-2016წლევანდელი ევროვიზია შვედეთში გაიმართება. ევროვიზიის ფინალს სტოკჰოლმი 14 მაისს უმასპინძლებს.

ფინალამდე რამდენიმე თვით ადრე, მასში მონაწილე ყველა ქვეყანამ გამოავლინა ის კონკურსანტი, რომელიც ევროფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ევროვიზიაში მონაწილე ქვეყნებიდან, გაუგებრობა სომხეთის კონკურსანტთან დაკავშირებით მოხდა. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს ამ ქვეყანას ევროფესტივალზე სერობ არჯემანიანი წარადგენდა სიმღერით HAYASTAN-ს, რომელიც ცნობილი ქართული სიმღერის “ყვავილების ქვეყანა” გადაკეთებული ვერსიაა. სიმღერაზე გადაღებული ვიდეორგოლი ინტერნეტშიც დევს და მისი მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

როგორც გაირკვა, წელს ევროვიზიაზე სომხეთს არა სერობ არჯემანიანი, არამედ ივეტა მუკუჩიანი წარადგენს.