16 იანვარი, 2016

foxnews-მა საქართველო გამორჩეულ ქვეყნად დაასახელა

1saqartvelo-foxxnewsze12ახალი 2016 წლის დადგომასთან ერთად მსოფლიოს წამყვანმა ტელეკომპანიებმა ის ქვეყნები დაასახელეს, რომლებიც გამორჩეულები არიან თავისი კულტურით, ბუნებით, ადგილმდებარეობით და ღირსშესანიშნაობებით.

foxnews-მა ის 10 ქვეყანა დაასახელა, სადაც მოგზაურობა თავგადასავლების მოყვარულებს და ტურისტებს ყველაზე დაუვიწყარ მოგონებებად დარჩებათ.

foxnews-ის ფავორიტ ქვეყნებს შორის საქართველო მერვე ადგილზეა. წერილში საუბარია საქართველოს ადგილმდებარეობაზე, მთისა და ზღვის უნიკალურ ნაზავზე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან:

”საქართველოში არის ყველაფერი, რასაც მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტისას ყველაზე მეტად ეძებენ – არაჩვეულებრივი ბუნება, უნიკალური კულტურული ძეგლები, უგემრიელესი სამზარეულო, უძველესი ისტორიის მქონე ღვინო, სტუმართმოყვარე ხალხი და ულამაზესი ხედები ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში.”

ტელეკომპანიამ ტოპ ათეულში ის ქვეყნები შეიყვანა, რომლებიც 2016 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

1. შრი ლანკა

2. კოლუმბია

3. ჰოკაიდო, იაპონია

4. აროსა, შვეიცარია

5. გრენლანდია

6. კლევლენდი, ოჰაიო

7. სუჟოუ, ჩინეთი

8. საქართველო

9. მონტენეგრო

10. ნიკარაგუა