Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ევროვიზიაზე საქართველოს გამოსვლის თარიღი გასაჯაროვდა

25 იანვარი, 2016

1nika-kocharovi1ევროვიზია 2016-ის ორგანიზატორებმა კენჭისყრა ჩაატარეს და კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიგითობა განსაზღვრეს. 61-ე ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები ნახევარფინალებში კენჭისყრის შედეგად, სტოკჰოლმში გადანაწილდნენ.

წელს ევროფესტივალზე ჩვენს ქვეყანას ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენს. კონკურსანტები საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყოველგვარი შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე წარადგინა.

კენჭისყრის შედეგად, ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz 2016 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.
პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მოლდოვა, ნიდერლანდები, რუსეთი, სან მარინო, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, მალტა, მონტენეგრო, ჩეხეთის რესპუბლიკა და ავსტრია.

მეორე ნახევარფინალი 12 მაისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრალია, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, შვეიცარია, სერბეთი, ბელარუსი, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, საქართველო, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვენია და უკრაინა.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება და გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12 მაისს, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.

1ewrovizia