7 იანვარი, 2016

ელდარ რიაზანოვს თბილისში გაიხსენებენ

1riazanovis-xsovnis-sagamoრუს კინორეჟისორს, სცენარისტს, მსახიობსა და პოეტს ელდარ რიაზანოვს თბილისში გაიხსენებენ.

გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება ხსოვნის საღამო, სადაც კოლეგაზე ისაუბრებენ ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი…

სიმღერებს მისი კინოფილმებიდან შეასრულებს ირმა სოხაძე. გაჟღერდება რიაზანოვის უცნობი ლექსებიც.

საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი „საძინებლის გასაღები“, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ სერგეი მაკოვეცკი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი ფომენკო.

ელდარ რიაზანოვი 30 ნოემბერს მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ბოლო ნამუშევარი “ანდერსენი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“ აღმოჩნდა.

რეჟისორის ხსოვნის საღამო გრიბოედოვის თეატრში 8 იანვარს გაიმართება და მისი ორგანიზატორი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბია”.