Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა კვალიაშვილი: ,,სიმართლე უნდა იცოდეთ!’’

31 იანვარი, 2016

1ekaმომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო პერიოდში აქტიურობით აღარ გამოირჩევა და არც საჯარო განცხადებებს აკეთებს, თუმცა ამჯერად მომღერალმა დუმილი დაარღვია და იმ თემაზე ალაპარაკდა, რომელიც, მისი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს.

ეკა კვალიაშვილი:

“ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა!

ჩემდა საბედნიეროდ, ტელეგადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით ვუყურებ…

გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით, დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები, რა თქმა უნდა, თემო თათარაშვილიც იქ იყო. მომიტრიალდა და მეკითხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით, ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეო?

მე მივხვდი, რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა და ალბათ ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი… არავის, ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეფონო საუბარში არ მივუწვევუვარ…

სადაც სიებს ადგენენ ხოლმე დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომღაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს. თემოსგან გავიგე, რომ გუშინწინ შედგა ეს დღე.

ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების მანძილზე, თემურისაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ. მართლა არავის უთქვამს ჩემთვის თორემ, ამ სასიხარულო ამბავს, მერწმუნე, არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარ და როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზას.”