Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავით გარეჯი Microsoft-ის სისტემაში

20 იანვარი, 2016

1davit-garejiქართული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

კორპორაცია Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ის მთავარ გვერდზე შესვლისას დღეს ნებისმიერ მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან ფონად სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფოტო დახვდება. ფოტოს ავტორი ვიქტორ ბუბნიაკია და მასზე წარწერაა – David Gareja Monastery Complex, Kakheti, Georgia.

Bing-ის მთავარი გვერდის ფონური ფოტო ყოველდღიურად იცვლება და მასზე მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებია წარმოდგენილი.

Microsoft-მა Bing-ი მომხმარებლებს 2009 წელს შესთავაზა და იგი  Google-ის შემდეგ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა.