13 იანვარი, 2016

დავით დეფი: ,,ისევ გინება, ისევ ზიზღი’’

1defis-ginrbaპოეტსა და ნოველისტს დავით დეფის ბოლო პერიოდში ხშირად ესხმიან თავს, რასაც ის გაუთავებელ შოზოფრენიას უწოდებს. დეფიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შეგნებული ბრძოლა მიდის. მას რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა კი გინება დაუწყეს.

დავით დეფი:

“ერთი და იგივე შიზოფრენია გაუთავებლად. ისევ ჩემი ლანძღვა, ისევ შეურაცხყოფა, ისევ გინება, ისევ ზიზღი. ამჯერად ფიზიკური თავდასხმის გარეშე. მოკლედ ასეთი ამბავია – დღეს საღამოს, ჩემ სახლში, ფანჯარასთან ვიდექი, ვეწეოდი სიგარეტს, სახლში ჩემი ცოლი იყო და ჩემი შვილი. მოპირდაპირე შენობიდან, ვიღაც ჯეელებმა (აზრზე არ ვარ ვინ არიან) დამიწყეს გინება. მათი სახეები სიბნელეში ვერ დავინახე. დავრეკე პატრულში. მოვიდა პატრული. მერე მოვიდა დეტექტივიც. ახლა გამოძიება მიმდინარეობს. მე მაგრად ვარ. ჩემი დარდი არ გქონდეთ. მშვიდ ღამეს გისურვებთ.”