დავით აღმაშენებელი საუკეთესოდ დასახელდა

davit5ქართულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფე დავით IV აღმაშენებელი საუკეთესოდ დასახელდა. ვებ გვერდმა thetoptens.com გამოაქვეყნა იმ 10 მხედართმთავრის ჩამონათვალი, ვინც მათი აზრით, ყველა დროის საუკეთესო და გამორჩეული სამხედრო გენერალი იყო.

ტოპ ათეულში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებები, როგორებიც არიან ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ჩინგიზ ყაენი, ნაპოლეონი. მათ შორისაა დავით აღმაშენებელი, რომელმაც ათეულში მესამე ადგილი დაიკავა.

საუკეთესო სამხედრო გენერლების ტოპ ათეული ასეთია:

1. ალექსანდრე მაკედონელი – მაკედონიის მეფე;

2. ტრან ჰუნგ დაო – უმაღლესი მთავარსარდალი ვიეტნამში;

3. დავით IV აღმაშენებელი – საქართველოს მეფე;

4. ნაპოლეონ ბონაპარტი – საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი;

5. ჰანიბალ ბარკა – კართაგენის მხედართმთავარი;

6. იულიუს კეისარი – ძველი რომის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი;

7. ჩინგიზ ყაენი – მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი;

8. ვო ნგუენ ზიაპ – ვიეტნამელი გენერალი;

9. ხალიდ იბნ ალ ვალიდი – მუსლიმი არაბი მეომარი და გენერალი;

10. ნგუენ ჰიუე – გლეხთა ომის ბელადი ვიეტნამში.