22 იანვარი, 2016

დათო ოქიტაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს

1dato-okitashviliსაქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ბოდიშის მოხდას და კანონით სათანადო პასუხის გაცემას ითხოვს. მისი თქმით, დროა დასრულდეს სიჩუმე იმ უმსგავსობის და შეურაცხყოფის წინააღმდეგ, რასაც ქართველ ერს და ქართულ კულტურას მეზობლები აყენებენ. საუბარია სომხების მიერ ქართული კულტურის მითვისებაზე.

დათო ოქიტაშვილი:

“ვერ გავიგე, რამ დაგაბრმავათ და რამ დაგაყრუათ!!!

ვისაც ეს ეხება, კანონით გასცეს სათანადო პასუხი ქართული კულტურის, სიმღერისა და ცეკვის ასეთი შეურაცხოფისათვის.

მოვითხოვ, ბოდიში მოუხადონ ქართულ კულტურას და რაც მთავარია ქართველ ერს.

გამოფხიზლდით, ეს უკვე ცუდის მომასწავებელია, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მათგან!!!!!!”