3 იანვარი, 2016

ბროლის ბუ ირინა ფრუიძეს გადაეცა

irina-fruidzeელიტარულ ინტელექტ-კლუბში “რა? სად? როდის?” წლის სუპერფინალი ჩატარდა, რომელშიც ირინა ფრუიძის ექვსეულმა ითამაშა.

ზამთრის სუპერსერიის ფინალში ტელემაყურებლების წინააღმდეგ ითამაშა ირინა ფრუიძის ექვსეულმა გიორგი ბაქრაძის, ჯემალ ბეჟანიძის, დიმიტრი ქიტოშვილის, ვახტანგ ელერდაშვილის, დავით გორგილაძისა და კაპიტან ირინა ფრუიძის შემადგენლობით.

მოაზროვნეებმა ტელემაყურებლები 6:4 დაამარცხეს. მერვე სეზონი დასრულდა საიუბილეო, 180-ე თამაშით. 179 თამაშიდან 98 მოიგეს მოაზროვნეებმა და 81-ში კი მაყურებლებმა გაიმარჯვეს.

ბროლის ბუ და 5.000 ლარი გუნდის კაპიტანმა ირინა ფრუიძემ მიიღო, ის ბროლის ბუთი დაჯილდოებული მე-19-ე მოაზროვნე გახდა.