19 იანვარი, 2016

ბოიკოტი ოსკარს

1oskaris-boikotiმსოფლიო კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას მსახიობებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

BBC-ის ინფორმაციით, ოსკარს ბოიკოტი ამერიკელმა მსახიობებმა გამოუცხადეს. ბოიკოტის მიზეზი კი ის გახდა, რომ ნომინაციებში წარდგენილი ყველა მსახიობი თეთრკანიანია.

მსახიობებთან ერთად ბოიკოტის მხარდაჭერთა შორის არიან ცნობილი რეჟისორი სპაიკ ლი და მსახიობ უილ სმითის მეუღლეც.

კინოხელოვნების ამერიკული აკადემიის პრეზიდენტის შერილ ბუნ აიზექსის განცხადებით, ნომინანტების გამოცხადებამ მას კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები, რადგან უკვე ზედიზედ ორი წელია, ნომინანტთა შორის შავკანიანი მსახიობები არ არიან. კინოხელოვნების ამერიკულმა აკადემიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჟიურის შემადგენლობას გადახედოს.

წელს “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება.

1oscaris-nominantebi