12 იანვარი, 2016

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრი იხსნება

1batumis-tojinebis-teatriხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი იხსნება.

განახლებული თეატრი მე-80-ე საიუბილეო სეზონზე პატარა მაყურებელს რეაბილიტირებულ შენობაში რამდენიმე დღეში უმასპინძლებს და პრემიერასაც შესთავაზებს.

14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს რეჟისორი ოთარ ქათამაძე სპექტაკლ “კოკროჭინას” საპრემიერო ჩვენებას წარმოადგენს.