23 იანვარი, 2016

ანუკი არეშიძის ახალ კოლექციას პარიზში შეაფასებენ

1ANOUKI11ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ახალ კოლექციას პარიზში შეაფასებენ, სადაც მოდის კვირეული მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები მონაწილეობენ.

ანუკი თავის ახალ კოლექციას MORE DASH-ის შოურუმზე წარმოადგენს. მისი კოსტიუმების შექმნის ინსპირაციის წყარო ამჯერად შუასაუკუნეების მამაკაცი გახდა. ანუკის გადაწყვეტილებით, მან კიდევ უფრო მოდერნიზებული გახადა ამ პერიოდის მამაკაცის ჩაცმულობა და მაქსიმალურად მიუსადაგა ქალბატონებს, რომლებიც ძლიერი ხასიათით და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. ეს არის სამოსი, რომელიც ყველა ძლიერი ქალბატონის გარდერობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ანუკის ახალი და კოლექცია მამაკაცური სამოსის ორიგინალური შტრიხებით კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს სუსტი სქესის ქალურობას და მომხიბვლელობას.