Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანდრის ლიეპა თბილისში საგანგებო მისიით ბრუნდება

11 იანვარი, 2016

1andris-liepaმსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფი და პროდიუსერი ანდრის ლიეპა თბილისში საგანგებო მისიით ბრუნდება. ნინო ანანიაშვილის საიუბილეო ღონისძიებების შემდეგ, ხელოვანი საქართველოში სპეციალურად ჩამოდის.

მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასთან წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ქორეოგრაფმა ქართველ მოცეკვავეებთან სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა.

ანდრის ლიეპამ არჩევანი ფასკუნჯის კლასიკურ ვერსიაზე შეაჩერა და თბილისის საბალეტო დასთან რეპეტიციები უკვე დაიწყო.

ქორეოგრაფის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა აპრილში გაიმართება, მანამდე კი საბალეტო დასის მოცეკვავეები მაყურებელს დავით თორაძის “გორდას” აღდგენილ ვერსიას შესთავაზებენ.