27 იანვარი, 2016

ახალი სკანდალი ,,აბესალომ და ეთერის’’ გარშემო

1abesalom-da-eteriზაქარია ფალიაშვილის ოპერის “აბესალომ და ეთერი” გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. განახლებული თეატრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა გვარამიას განცხადებამ ამ ოპერასთან დაკავშირებით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ამჯერად ხმაურის მიზეზი სასცენო დეკორაცია გახდა, რომელიც მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის.

ზაზა ორაშვილი, რეჟისორი:

“უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი, დიდი პატივისცემით… მაგრამ, რაზე ზიან?? რა ჩანაფიქრია?”

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

“აი ეს რა არის? დაუკმაყოფილებელია მხატვარი? ან როგორ არავის არ მოუვიდა თავში რომ ეს დიშლა აბესალომ და ეთერში არ უნდა იყოს, თუ რამის ქვეტექსტით თქმა გსურს ადექი და ისე ქენი რომ ერთი შეხედვით არ აღიქმებოდეს (25-ე კადრისა არ იყოს) ეს ქვეტექსტი არაა, ეს არის პირდაპირ თქმა იმისა, რომ ან სექსუალური პრობლემებია, ან უბრალოდ გკიდია – რასაც მინდა იმას ვაკეთებო (მაგრამ მაინც ზემოთ ხსენებულ პრობლემებს წავაწყდებით (თვითონ წააწყდეს) მე მაპატიეთ, მაგრამ მე რომ ვმღეროდე ამ დადგმაში პროტესტი გამიჩნდებოდა აუცილებლად. დადექით და გამამტყუნეთ ან მეძახეთ ხელობნებაში (ამგვარში) გაუთვიცნობიერებელი. ხო ვისაც მოგწონთ თქვენ ჯანში იყოსო ნათქვამია.”

ანიტა რაჭველიშვილი, საოპერო მომღერალი:

“იმაზე ვგიჟდები, რომ ეს რაღაც “უცნაური” რომ დაინახეს, არავის მოუვიდა აზრად ეთქვა რაიმე! მაგალითად ის რომ არ ეკადრება არც ოპერას და არც ამ ჩვენს საოცარ კოლეგებს მსგავსი “დეკორაცია!”

დავით გაბუნია, დრამატურგი:

“აბესალომ და ეთერის” ახალ დადგმაში წინა პლანზე რომ ფალოსისმაგვარი რაღაცა დევს, რატომ გვიკვირს? ლიბრეტო შეგახსენოთ? მაგაზეა მთლიანად – დაინახა უფლისწულმა ლამაზი სოფლელი გოგო, მოუნდა, შეირთო ცოლად. ვეზირსაც უნდა ეს გოგო, მოაჯადოვა, ნებით დაათმობინა უფლისწულს, წაიყვანა, სახლში დაისვა და ა.შ. სულ სექსზე და ნდომაზეა. ასე რომ, მე არ მიკვირს.”

1abesalom-da-eteri1

ნიკა გვარამია, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი:

“ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა აბესალომ და ეთერში, მაშინ ხო, მაშინ კაი. რაღა მეთქმის – ყოფილა დიადი.”

სოფო კილასონია, ხელოვნებათცმოდნე:

“გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფია “აბესალომ და ეთერისთვის” და, სავარაუდოდ, დეკორაციის ცენტრალური ობიექტი. ან ობიექტის ნაწილი. საპრემიეროდ ემზადება ინწილიგენცია… ირმები მომეწონა.”

ნინო არაზაშვილი, ჟურნალისტი:

“ეგებ, აგვიხსნათ ვინმემ?”

1opera1