Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალი ბრალდებები ,,ჩემი ცოლის დაქალებს’’

6 იანვარი, 2016

1chemi-colisსერიალს “ჩემი ცოლის დაქალები” ბოლო პერიოდში ახალ-ახალ ბრალდებებს უყენებენ. მერვე სეზონის ერთ-ერთ სერიაში ბავშვზე ძალადობის სცენა დაგმო ასოციაციამ “ბავშვი და ოჯახი” და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

ამჯერად კი შემოქმედებითი ჯგუფი დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებაში დაადანაშაულა.

“ჩემი ცოლის დაქალების” ბოლო სერიები ორსულობის თემას ეხებოდა. ფეხმძიმე კატო ორსულების სილამაზის კონმკურსში მონაწილეობს, სიუჟეტის მიხედვით კი კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს წარმომადგენელია.

“სერიალში ორსულობის გაშარჟებამ, შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს. მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა და ერი შემცირებულია, უნდა გატარდეს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში და მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება და განსაკუთრებით მედია,” – განაცხადა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ.