Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

81 წლის სოფი ლორენი Dolce&Gabbana-ს რეკლამაში

29 იანვარი, 2016

1sofi-loreniმსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი სოფი ლორენი ასაკს არ უშინდება და 81 წლისაც შეუდარებლად გამოიყურება.

იტალიელი მსახიობი მსოფლიოს ერთ-ერთ ნომერ პირველ ბრენდთან Dolce&Gabbana-სთან თანამშრომლობს და მის პროდუქციას უწევს რეკლამას. 

სარეკლამო რგოლების სერიებში სოფი ლორენი ხან მშრომელი დიასახლისია და ხანაც მომხიბვლელი ქალბატონი.

ახალ ვიდეორგოლში მსახიობი Dolce&Gabbana Dolce Rosa Excelsa-ს უწევს რეკლამას.

სარეკლამო რგოლის რეჟისორი ჯუზეპე ტარნატორეა, რეკლამის საუნდტრეკად კი ენიო მორიკონეს უკვდავი მუსიკაა გამოყენებული.