15 იანვარი, 2016

8 პრემია და 13 პრიზი ქართველ ხელოვანებს

teatriთეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღეს ხელოვანების ტრადიციული ყოველწლიური დაჯილდოება მოაწყო.

გასული წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილებების დაჯილდოების ცერემონილი 120 წლის იუბილარ ჭიათურის თეატრში ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში 8 სახელობითი პრემია და 13 პრიზი გაიცა.

“არტინფო” წარმოგიდგენთ გამარჯვებულებს:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია – დალი მუმლაძე, თეორიული ნაშრომისთვის „ნადირობა გოდოზე“;

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია – გიორგი ხარაბაძე, ქართული სიტყვის დიდოსტატი;

სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია – დათა თავაძე სპექტაკლებისთვის „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, „ზამთრის ზღაპარი“ და „ტროელი ქალები“;

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია – ნანი ჩიქვინიძე, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია – გურანდა გაბუნია, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

პეტრე ოცხელის სახელობის პრემია – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქართულ დეკორატიულ ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

გიორგი ერისთავის სახელობის პრემია – სანდრო მრევლიშვილი, ქართული თეატრის აღმშენებლობაში შეტანილი ღვაწლისათვის;

„ქართული თეატრის ამაგდარის“ წოდება და პრემია – როდერ ჩაჩანიძე.

13 სხვადასხვა ნომინაციაში კი პრიზები ასე გადანაწილდა:

გრანპრი და საუკეთესო სპექტაკლი – გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლისთვის „ალუბლის ბაღი“. რეჟისორი სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი მამუკა მეგრელაშვილი, მსახიობები გვანცა კანდელაკი და კახი ბერიძე;

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – ნიკოლოზ საბაშვილი, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის „1945“;

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ვანო იანტბელიძე, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ადამის როლის შესრულებისთვის;

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ლია სულუაშვილი, მესხეთის თეატრის სპექტაკლში „მშვიდი ღამე“, დედის როლის შესრულებისთვის;

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი – ნიკა ნანიტაშვილი, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლში „ბაში-აჩუკი“, ბაში-აჩუკის როლის შესრულებისათვის;

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – მანანა აბრამიშვილი, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ევას როლის შესრულებისთვის;

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – ზურაბ ლომიძე, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ლიჰტის როლის შესრულებისთვის;

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – ეთერ დეისაძე, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ბრიგიტას როლის შესრულებისთვის;

საუკეთესო პიესა – ირაკლი სამსონაძე, პიესისთვის „მეთევზე 1,2“;

საუკეთესო მუსიკა – დავით მალაზონია, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლისთვის „ბაში-აჩუკი“ შექმნილი მუსიკისთვის;

საუკეთესო სცენოგრაფია – მირიან შველიძე, თელავის თეატრის სპექტაკლის „ვინ გატეხა ქოთანი?!“, სცენოგრაფიისთვის;

საუკეთესო კრიტიკული ნაშრომი მანანა გეგეჭკორი (გარდაცვალების შემდეგ), რეცენზიისთვის „ჩინოვნიკს ყველაფრის უფლება აქვს“;

საუკეთესო თეორიული ნაშრომი – ნოდარ გურაბანიძე, წიგნისთვის „რეჟისორი გიზო ჟორდანია“.